2024-04-28 20:55:41, 354 ნახვა
პოლიტიკა
ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის გადადებას სთავაზობს. როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხვალ, 29 აპრილს დაგეგმილი მოსმენის გადადება "აუცილებელია პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით". "მივმართავთ "ქართულ ოცნებას", პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას. ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მით უმეტეს როდესაც თვითონ "ქართულ ოცნებას" იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვს კონტრაქცია. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება "ქართულ ოცნებას",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, ხვალ, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენაა დაგეგმილი. ხვალვე, "ქართული ოცნება" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ შეკრებას აანონსებს. დედაქალაქში 29 აპრილს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაც არის ჩანიშნული. ავტორი: ექსპრესნიუსი, მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ევროსაბჭოს მდივანი - კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია
„არ შევთანხმებულვართ“ - ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|