2024-04-27 20:48:37, 364 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე მოძრაობა, „ქართული კინო საფრთხეშია“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ დაუშვებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას: "ათ თვეზე მეტია კინემატოგრაფისტები, ფაქტებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქართული თანამედროვე კინო ცენზურის საფრთხის ქვეშაა. დღეს კი, რუსული კანონის კვალდაკვალ, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე განიხილება. „ამ საკითხს დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები..” – ანრი ოხანაშვილი. „...ასევე შეიძლება გააკეთო იმგვარად რომ ეს ნაწილი იყოს ამოღებული.. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში [საბჭოთა კავშირის დროს] თურმე ყოფილა ნახევარი საათით მეტი, ორსაათიანი ფილმი რომ გვაქვს ახლა ნანახი ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცების ამოღების გამო გახდა ორსაათიანი” – მამუკა მდინარაძე. ჩვენ არ დავუშვებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები! „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კანონპროექტი ცენზურას ითვალისწინებს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ფილმებიდან კონკრეტული ადგილები ამოიჭრება. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|