2024-04-26 16:27:13, 262 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა. ხანძრის მართვის გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის მენეჯერმა სეტ დევისმა მოაწერეს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმის პრეზენტაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. „ტყის ხანძრების მართვის გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ერთი მხრივ, ტყის ხანძრების პრევენციის, მეორე მხრივ კი, მათი სწორი მართვის მიმართულებით. ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვეცა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ჩვენს ქართველ რეინჯერებს გავუზიაროთ ამერიკული გამოცდილება; ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩავატარეთ ტრენინგები ხანძრების პრევენციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სატყეო სამსახურის სიმბოლო „Smokey Bear”, რომელთან ერთადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლებში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დაცულ ტერიტორიებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით, მათ შორის, აღსანიშნავია, ხანძრის მართვის სისტემის გაძლიერება დაცულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანძარსაშიშ ტერიტორიას. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის მაგალითი, როგორ შეიძლება წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა
ერდოღანი - თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|