2024-04-26 10:43:45, 343 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. "დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, „კუდ"-ის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთმა ე.წ უცხო ქვეყნის აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა
ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|