19:42 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 19:36:22, 544 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.

ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი, ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. მეოთხე კანონპროექტი კი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

„ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics