2024-04-24 10:48:44, 290 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისა და მაგისტრატურის 11 სტუდენტი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. „სტიპენდიატებს ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტიპენდიანტები გახდნენ: ქეთევან გიგაური, ტატო ბეჟიტაშვილი, მარიამ პატაშური, ლედი ონეზაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიგა გიგილაშვილი, თინათინ ნავროზაშვილი, ანი ოთარაშვილი, შორენა მალაციძე, ელისო წერეთელი და სალომე მიდელაშვილი. როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მათთვის არ ამხოლოდ ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა, არამედ თითოეული მათგანისთვის დიდი მოტივაციაა. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (99 – 100 ქულა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|