10:59 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 14:31:42, 283 ნახვა

რეგიონი
ქედაში, დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, თუ მეტი ხის დარგვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაბა ქედაში, ამ დღესთან დაკავშირებით ყადირ შერვაშიძის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

"ასევე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული

საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე - ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს
კალაძე - ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს რისთვის ირჩევს მოსახლეობა, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს?
კახა კალაძე - ევროპაში თავაწეული დავდივარ - რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?
კალაძე - „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics