12:42 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 21:50:53, 321 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია.

„საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ რთულ გზაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო - ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას
მამუკა ხაზარაძე - სწორედ „ქართული ოცნებაა“ ომის პარტია
პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე იმოქმედებს
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics