2024-04-18 19:24:11, 287 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით, - ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს. როგორც მელია აღნიშნავს, აქციაზე ხალხის სიმრავლით აღფრთოვანებულია ყველა “ვისაც უნდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანონ”. “განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს. არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით - არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!", - წერს მელია. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|