2024-04-18 16:45:18, 258 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრომ მიმდინარე წელს ,,ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვა. "მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს კლინიკები - "ხულოს სამედიცინო ცენტრის" სამედიცინო პერსონალს და გაეცნო კლინიკაში დიალეზის ცენტრის ფუნქციონირებას. ხულოს მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე აქციებზე - მიჰყვებიან აკერმანს საფლავში - ვისაც უნდა გაჰყვეს, გზა ხსნილია
მერია - მგზავრთა საინფორმაციო ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ძველი ვერსია 31 მაისიდან გაითიშება
„საქართველოს მელიორაციამ“ დაშრობის საფრთხის წინაშე მყოფი კუმისის ტბის წყლით მომარაგების სამუშაოები დაასრულა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|