2024-04-18 14:54:30, 299 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები - მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე
მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 10 არასამათავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო სექტორის ნაწილი ასევე მოუწოდებს კოკა კაციტაძეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. "24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. არსებითად მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუწოდებთ: მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ",- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
გოცირიძე - ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, გააუქმა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა
ბოკუჩავა - შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი ვერ ბედავს შენობის გახსნას - აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი
საფრანგეთის საგარეო - ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|