2024-02-18 12:25:03, 707 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალშიც გავახარო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განცხადა, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და ახლა ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას აპირებს. „ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდი. კარგი ბრძოლა გამოვიდა. შეხვედრის წინ კონკრეტული გეგმა არ მქონია. დარბაზში თითოეული ილეთის განვითარებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული. ყოველ რაუნდში უკეთესი ვხდებოდი, ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, გასახდელში კარგად ვერ გავხურდი და ამიტომ იყო პირველი რაუნდი შედარებით რთული. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიბრძოლო საჩემპიონო ქამრისთვის და მოვიგო ის. ამ მომენტში უკეთესი მებრძოლი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. კარიერაში ყველაფერი წინ მაქვს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ და ჩემს ყოველდღიურობაში წარმატებისთვის ბევრი რამ შევცვალე. ისტორიული მომენტია საქართველოსთვის. მთელმა ქვეყანამ ადრე გაიღვიძა ჩვენი ბრძოლების სანახავად, დარბაზშიც უამრავი ქართველი იყო. ისინი ამაყები არიან, ჩვენ UFC-ის პირველი ჩემპიონი გვყავს. ქართველი გულშემატკივრები მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ, მადლობა მათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი მომავალშიც გავახარო“, – განაცხადა დვალიშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|