21:08 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 01:53:20, 810 ნახვა

სხვადასხვა
შოლცმა ორბანს უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს ოთახის დატოვება შესთავაზა, - Politico.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უთხრა დატოვოს ოთახი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის დროს.

ამის შესახებ Politico იტყობინება.

შოლცმა განუმარტა ორბანს, სხვა ლიდერების თანდასწრებით, რომ თუ მას ნამდვილად არ სურდა დათანხმება, მას შეეძლო დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებმა მის არყოფნისას ერთსულოვნად მიიღონ გადაწყვეტილება, იტყობინება ორი ოფიციალური პირი, რომლებიც მოლაპარაკებების შესახებ იყვნენ ინფორმირებული.

ამასთან, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განმარტა, რომ ეს წინადადება არ იყო სპონტანური, არამედ წინასწარი განხილვისას შეთანხმებული იყო.

მესამე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ორბანი "მცირე ხნით წასული იყო, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული და კონსტრუქციული მისი მხრიდან".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე დაამტკიცეს ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

EuroPravda-ს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მაშინ დატოვა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის მაგალითი, როგორ შეიძლება წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა
ერდოღანი - თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics