2023-08-22 22:29:01, 1783 ნახვა
Lifestyle
იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იტყობინება. კუტუნიო დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მდგომარეობის გაუარესების გამო. მომღერლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო. წარმატება მას 1970-იანი წლების შუა ხანებში მოვიდა, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფეებმა, ისეთებმა როგორიც იყო ჯო დასენი. კუტუნიო ფლობს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა "Et si tu n'existais pas", "Salut" და "L'Été indien". როგორც კომპოზიტორის სხვა ვარსკვლავებმაც შეასრულეს კუტუნიოს სიმღერები - მათ შორის იყვნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიუ, დალიდა. 1980 წელს კუტუნიომ გაიმარჯვა კონკურსში სან რემოში და შემდგომ წლებში მან არაერთხელ მოიგო პრიზები. სან რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები "L'italiano" და "Serenata" კარგად იყო ცნობილი საბჭოთა პოპ-მოყვარულებისთვის. კუტუნიომ საქართველოში არაერთი კონცერტი გამართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება
„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ“ - ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|