2023-07-20 14:01:24, 1209 ნახვა
Lifestyle
არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. TMZ იყო პირველი მედია წყარო, რომელმაც ეს სიახლე გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, წყვილი 2023 წლის იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ახლა კი უკვე ფორმალურად განქორწინებასაც აპირებენ. იგივე ინფორმაციას იუწყება ჟურნალი People, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გრანდე და გომესი 2023 წლის შემდეგ ერთად აღარ არიან. Billboard არიანა გრანდეს ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ვარსკვლავს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. მომღერალი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადა ფილმის, სახელწოდებით Wicked გადაღებები მიმდინარეობს. 16 ივლისს გრანდე ფოტოგრაფებმა „უიმბლდონის ტურნირის“ თამაშზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებში ჩანს, გრანდეს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ენდრიუ გარფილდის, ტომ ჰიდლსტონის და ჯონათან ბეილის გვერდით იჯდა. არიანა გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, 27 წლის დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ნიშნობა 2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე გრანდე და გომესი ერთმანეთს დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
„აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს იდაყვისა და მუშტის დარტყმით დაზიანებები მიაყენა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|