2023-06-02 19:19:17, 2143 ნახვა
Lifestyle
იორდანიის ტახტის მემკვიდრე დაქორწინდა საუდელ არქიტექტორ რაჯვა ალ-საიფზე
იორდანიის ტახტის მემკვიდრის პრინც ჰუსეინ ბინ აბდულას და რაჯვა ხალედ ბინ მუსაედ ბინ საიფ ბინ აბდულაზიზ ალ საიფის ქორწილი შედგა - ისინი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაინიშნენ. 1700-ზე მეტი სტუმრისგან შემდგარი სიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი ადამიანი, პოლიტიკოსი და სამეფო ოჯახების წევრი იყო. მათ შორის: ბრიტანეთის გვირგვინი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეითი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს 1 და მისი ცოლი სოფია, ჰოლანდიის სამეფო წყვილი ვილემ-ალექსანდრე და მაქსიმა, ასევე აშშ-ს პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი. ნენსი პელოსი. მომავალი სამეფო წყვილის სიხარული ხალხმაც გაიზიარა. ამანის ქუჩები გახარებული იორდანიელების ბრბომ გაავსო - ქვეყანაში ხუთშაბათი სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. სამეფო ქორწილი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰუსეინი, 28 წლისაა, არის სანჰჰერსტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. მისი 29 წლის ცოლი რაჯვა, გამოჩენილი ბიზნესმენის ხალედ ალ-საიფის ქალიშვილი, დედის მხრიდან სისხლით არის დაკავშირებული საუდის სამეფო სახლთან. ავტორი: ექსპრესნიუსი, მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|