2023-04-17 22:17:31, 1314 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების სამიზნეა
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "კარა-მურზა რუსეთის მთავრობის მიერ რეპრესიების ესკალაციის კამპანიის კიდევ ერთი სამიზნეა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კარა-მურზასა და რუსეთში მყოფი სხვა 400-ზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თანამოქალაქეებს დიდი პირადი მსხვერპლის ხარჯზე. ჩვენ ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. დღეს რუს პოლიტიკოსს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ღალატის, „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ყალბების“ ბრალდებით. ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ერდოღანი - ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, ერთდღიან ეროვნულ გლოვას ვაცხადებთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|