2023-04-06 22:40:37, 1283 ნახვა
კომენტარი
მოსამართლე თევზაძე - ვინმეს თუ ჰგონია სანქციები შეგვაშინებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება
ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, - ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების ლინჩის წესით გასამართლება მიუღებელია და აღნიშნა, რომ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა. "ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა", - წერს ლევან თევზაძე. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან დამირეკეს, 20 მაისს ჩემი პროცესია დანიშნული
ირაკლი ჩიქოვანი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო
ქეთა მელუა - ადამიანი, რომელსაც ქალთან ერთად მქონდა ურთიერთობა, ანტი-ჰომოფობიის დღეს დიდ პატივს ვცემ
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
|
ომი უკრაინაშირუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|