2022-04-01 15:49:38, 3125 ნახვა
კულტურა
იუნესკო - მსოფლიო მემკვიდრეობა საფრთხეშია უკრაინაში ომის გამო
იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება. გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა. ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ვითარებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ. უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|