11:55 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 17:18:52, 5126 ნახვა

ციტატები
მეუფე საბა გვარამიას: პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით

"რამოდენიმე წლის წინ ძალიან უტიფარი და კადნიერი ჯგუფი თუ საქმიანობის ხალხი გამოჩნდნენ, რომლებიც ჯერ ჩუმად, შემდეგ სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომლებზეც უნდა დაეწერათ თამარი მეფის სახელი. ეს მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე, როგორც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დავურეკე მეუფე თეოდორეს და ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე იქ რა იყო, ამაზე განცხადება გაკეთებულია ეკლესიის მიერ და ჩვენ, ნუ, მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ და მემგონი ეს მაშინ ვერ მოხერხდა.

აი, იმ სიუჟეტის შემდეგ, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბას და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვი. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლში და შენს კაბინეტში მოიკითხე, თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით...

 

ასე გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც მის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„აქციაზე რკინის დამცავი ჯებირი დააზიანეს“ - შსს-მ 2 პირი დააკავა
ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
„საქართველო გლობალურ სცენაზე: საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნა“ - EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე თემატური დისკუსია გაიმართა
მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics